3 დეკემბერი, 2011
ტრავმისა და დისიციაციის ევროპული საზოგადოება (ESTD) ატარებს 1-ლ საერთაშორისო ვორკშოპს პარიზში 'FROM DISSOCIATION TO INTEGRATION - THE SHIFT TO THE ACT OF TRIUMPH' დაწვლილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბროშურა ან მიყევით ლინკს: http://www.estd.org
13-15 აპრილი 2012
2012 წლის 13-15 აპრილს შანხაიში, ჩინეთი ჩატარდება მე-2 საერთაშორისო კონფერენცია ფსიქოლოგიასა და სოციალურ ჰარმონიაში Conference on Psychology and Social Harmony (CPSH 2012). დაწვრილებით იხილეთ ვებგვერდი www.psychconf.org/2012/
21-25 ნოემბერი 2011
IFHHRO აც ხადებს გლობალურ ტრენინგს ტრეინერებისთვის 'ადამიანის უფლებათა სფეროს განვითარება მედიცინის მუშაკებისთვის', რომელიც ჩატარდება 2011 წლის ნოემბერში უტრეხტში, ნიდერლანდები. დამატებითი ინფორმაცია და სააპლიკაციო ფორმა.
3-6 მარტი 2012
მე-20 ევროპული კონგრესი ფსიქიატრიაში, პრაღა, ჩეხეთი. დამატებითი ინფორმაციისთვის მიყევით ბმულს
2-9 ოქტომბერი 2011
საზოგადოების წევრთა საყურადღებოდ! 2011 წლის 2-9 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო საზოგადოების (ISHHR) მე-9 საერთაშორისო კონფერენციას. დაწვრილებით იხილეთ ბროშურა და კონფერენციის პროგრამა
26 იანვარი 2011
საზოგადოების წევრთა საყურადღებოდ! 2011 წლის 26 იანვარს 17:00 გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისის ოფისში გაიმართება ჰოლანდიელი მეცნიერის, გიფ ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ცივი ომის შესწავლის ცენტრის დირექტორის, რობერტ ვან ვორენის ლექცია თემაზე 'Thoughts about Resistance, Compliance and Collaboration'
3-4 თებერვალი, 2011, ჰელსინკი, ფინეთი - საერთაშორისო სემინარი
ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში 2011 წლის 3-4 თებერვალს შედგება საერთაშორისო სემინარი 'ურთიერთდამოკიდებულება ფსიქოზს, ტრავმასა და დისოციაციას შორის: მისი მნიშვნელობა მკურნალობასა და კონცეპტუალიზაციისთვის'. იხილეთ დაწვრილებით...
ფსიქოტრავმატოლოგიის ევროპული ჟურნალი
ეწვიეთ ჟურნალის ვებგვერდს www.eurojnlofpsychotraumatol.net . იხილეთ პრეს რელიზი.
ორმაგი აშლილობების II საერთაშორისო კონგრესი
2011 წლის 5-8 ოქტომბერს ბარსელონაში ტარდება ორმაგი აშლილობების 2-ე საერთაშორისო კონგრესი `ადიქტური ქცევები და სხვა ფსიქიური აშლილობები`დაწვრილებით იხილეთ...
ტრავმული სტრესის 12-ე ევროპული კონფერენცია
2011 წლის 2-5 ივლისს ვენაში ტარდება ტრავმული სტრესის 12-ე ევროპული კონფერენცია `ადამიანის უფლებები და ფსიქოტრავმატოლოგია`. დაწვლილებით იხილეთ...
ოქტომბერი, 2010
IASC-მა გამოცა 'ფსიქიური ჯანმრთელობა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერა ჰუმანიტარული ხასიათის საგანგებო სიტუაციებში' სახელმძღვანელო პრინციპები. იხილეთ ინგლისურ და რუსულ ენაზე.
აპრილი, 2010
ჟურნალიზმისა და ტრავმის დარტ ცენტრის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოებისა და ფონდის ’გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში’ ინიციატივით, 14 აპრილს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის კლუბში ჩატარდა საზოგადოებისათვის მატრავმირებელი მოვლენების მედია-გაშუქებისადმი მიძღვნილი ნახევარდღიანი კონფერენცია ”ცხელი ამბები ცივი გონებით: ტრავმის გაშუქება პოლიტიკური ჭიდილის პირობებში”. დაწვრილებით იხილეთ პრეს-რელიზი.
დეკემბერი, 2009
ურლიხ შნაიდერი, ტრავმული სტრესის შემსწავლელი საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტი ყველა დაინტერესებულ პირს იწვევს საზოგადოების შეხვედრაზე 2010 წლის 17 აპრილს ციურიხში. იხილეთ ინფორმაცია (ინგლისურ ენაზე).
ოქტომბერი, 2008
საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოებამ მოამზადა 17-18 ოქტომბერს ჩატარებული კონფერენციის ძირითადი შეტყობინებები და პრეს-ანგარიში.
17-18 ოქტომბერი, 2008
საერთაშორისო კონფერენცია და საზოგადოების ოფიციალური წარდგენის ცერემონია, რომელსაც გახსნის პროფესორი ბერთოლდ გერსონსი, ევროპის ტრავმული სტრესის კვლევის საზოგადოების ექს-პრეზიდენტი. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება მოხსენებები, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ექსპერტების მიერ, ჩატარდება ვორკშოპები. სპეციალურ ინტერესს იმსახურებს დარტ-ცენტრის სესია, რომელიც ტრავმისა და ჟურნალიზმის საკითხებს მიეძღვნება. დაწვრილებით კონფერენციის შესახებ იხილეთ საზოგადიების ღონისძიებები.
აგვისტო - სექტემბერი, 2008
აგვისტოს საომარი მოქმედებების შემდეგ საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება პირველივე დღეებიდან აქტიურად ჩაერთო კრიზისული ინტერვენციის განხორციელების საქმეში. საზოგადოება უზრუნველყოფს ტექნიკურ დახმარებას სხვადასხვა ადგილობრივ ორგანიზაციასთან ერთად - ’გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში (GIP-თბილისი)’, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი, ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია ’ნდობა’, კავშირი ’საფარი’- ოჯახი ძალადობის გარეშე და სხვა. დაწვრილებით იხილეთ საზოგადოების საქმიანობა.
30 მაისი, 2008
გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში (GIP-თბილისის) ოფისში ჩატარდა მასტერ კლასი, რომელსაც უძღვებოდა ექსპერტი ფრენკ ოკბერგი, ტრავმული სტრესის შემსწავლელი საერთაშორისო საზოგადოების დამფუძნებებლი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

26-27 იანვარი, 2008
გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში (GIP-თბილისის) ოფისში საზოგადოების წევრებისთვის ჩატარდა 2 დღიანი ვორკშოპი, რომელიც მიყავდა ევროპის ტრავმული სტრესის შემსწავლელი საზოგადოების პრეზიდენტს, ჯონათან ბისონს.


