აპრილი, 2010
ჟურნალიზმისა და ტრავმის დარტ ცენტრის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოებისა და ფონდის ’გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში’ ინიციატივით, 14 აპრილს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის კლუბში ჩატარდა საზოგადოებისათვის მატრავმირებელი მოვლენების მედია-გაშუქებისადმი მიძღვნილი ნახევარდღიანი კონფერენცია ”ცხელი ამბები ცივი გონებით: ტრავმის გაშუქება პოლიტიკური ჭიდილის პირობებში”. დაწვრილებით იხილეთ პრეს-რელიზი.
დეკემბერი, 2009
ურლიხ შნაიდერი, ტრავმული სტრესის შემსწავლელი საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტი ყველა დაინტერესებულ პირს იწვევს საზოგადოების შეხვედრაზე 2010 წლის 17 აპრილს ციურიხში. იხილეთ ინფორმაცია (ინგლისურ ენაზე).
ოქტომბერი, 2008
საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოებამ მოამზადა 17-18 ოქტომბერს ჩატარებული კონფერენციის ძირითადი შეტყობინებები და პრეს-ანგარიში.
17-18 ოქტომბერი, 2008
საერთაშორისო კონფერენცია და საზოგადოების ოფიციალური წარდგენის ცერემონია, რომელსაც გახსნის პროფესორი ბერთოლდ გერსონსი, ევროპის ტრავმული სტრესის კვლევის საზოგადოების ექს-პრეზიდენტი. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება მოხსენებები, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ექსპერტების მიერ, ჩატარდება ვორკშოპები. სპეციალურ ინტერესს იმსახურებს დარტ-ცენტრის სესია, რომელიც ტრავმისა და ჟურნალიზმის საკითხებს მიეძღვნება. დაწვრილებით კონფერენციის შესახებ იხილეთ საზოგადიების ღონისძიებები.
აგვისტო - სექტემბერი, 2008
აგვისტოს საომარი მოქმედებების შემდეგ საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება პირველივე დღეებიდან აქტიურად ჩაერთო კრიზისული ინტერვენციის განხორციელების საქმეში. საზოგადოება უზრუნველყოფს ტექნიკურ დახმარებას სხვადასხვა ადგილობრივ ორგანიზაციასთან ერთად - ’გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში (GIP-თბილისი)’, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი, ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია ’ნდობა’, კავშირი ’საფარი’- ოჯახი ძალადობის გარეშე და სხვა. დაწვრილებით იხილეთ საზოგადოების საქმიანობა.
30 მაისი, 2008
გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში (GIP-თბილისის) ოფისში ჩატარდა მასტერ კლასი, რომელსაც უძღვებოდა ექსპერტი ფრენკ ოკბერგი, ტრავმული სტრესის შემსწავლელი საერთაშორისო საზოგადოების დამფუძნებებლი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

26-27 იანვარი, 2008
გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში (GIP-თბილისის) ოფისში საზოგადოების წევრებისთვის ჩატარდა 2 დღიანი ვორკშოპი, რომელიც მიყავდა ევროპის ტრავმული სტრესის შემსწავლელი საზოგადოების პრეზიდენტს, ჯონათან ბისონს.


